ახალი ამბები
წალენჯიხის "იუვენტუსი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მეექვსე ადგილზე გავიდა
წალენჯიხის "იუვენტუსის" აკადემიამ ტურინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მეექვსე ადგილით დაასრულა. ამის შესახებ კლუბის ვებ გვერდზე ვკითხულობთ.

წალენჯიხელმა ბავშვებმა მეხუთე ადგილის მოსაპოვებლად ბრაზილიურ გუნდთან ითამაშეს და ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ.

ინფორმაციისთვის, იქამდე მათ შვეიცარიასთან 2-1, პოლონეთთან 2-1, ლოს ანჯელესთან 4-0, ლონდონთან 12-1 მოიგეს.

აკადემიის აღსაზრდელები წელს პირველად თამაშობდნენ "იუვენტუსის" ბავშვთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობას 36 გუნდი იღებდა. 



ამავე თემაზე:

წალენჯიხის "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს

წალენჯიხის "იუვენტუსმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა (ფოტო)

წალენჯიხის "იუვენტუსმა" პოლონეთის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა

იუვენტუსის ახალგაზრდული აკადემია წალენჯიხაში-მემორანდუმს ხელი ორივე მხარემ უკვე მოაწერა

ფრანგი ფეხბურთელი დევიდ ტრეზეგე წალენჯიხაში „იუვენტუსის“ აკადემიას ესტუმრა (ფოტო)

Print