ახალი ამბები
ბოლო წლებში ზუგდიდში მოსახლეობის რიცხვი მცირდება - სტატისტიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 92 915 ადამიანი ცხოვრობს. ეს მონაცემი 4 200-ით ჩამორჩება წინა წლის რიცხვს.

წლების მიხედვით, მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

2022წ – 97 100

2021წ – 99 500

2020წ – 100 200

2019წ – 101 800

2018წ – 103 300

2017წ – 104 200

2016წ – 105 700

2015წ – 106 800

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის შემცირება შეინიშნება როგორც საქალაქო, ასევე სასოფლო დასახლებებში.

Print