ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება 21 ივნისამდე სამეგრელო-ზემო სვანეთში
საქართველოში 21 ივნისამდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსთა ცნობით, ზუგდიდსა და მარტვილში მცირე წვიმა და ელჭექი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს.

სააგენტოს განმარტებით, ანაკლიასა და ფოთში +25, +27, მესტიაში კი 24, +26 გრადუსს ვარაუდობენ.

Print