ახალი ამბები
ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
26 ივნისს, გვიან ღამით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ცქვიტიშვილების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზარალებულ ოჯახთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მერიაში განმარტავენ, რომ ცქვიტიშვილებს ხანძრის შედეგად დაზარალებულთა სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ფინანსურად დაეხმარებიან.
Print