ახალი ამბები
მესტიაში ფესტივალი "მთის დღეები 2024" გაიმართება
13 ივლისს მესტია "მთის დღეებს" ისევ უმასპინძლებს. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, ფესტივალი სხვადასხვა სანახაობას შესთავაზებს სტუმრებს, მათ შორის, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვას, ტრადიციული კერძების დეგუსტაციას, შემეცნებით - გასართობ თამაშებს და შეჯიბრებებს.

დღის განმავლობაში გამართულ კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „რიჰო“, „შვიდკაცა“, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“, კვარტეტი „ჰერიო“.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დაჯილდოების ცერემონია - "მთის დღეები 2024".

ფესტივალი, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელსაც, მესტიაში, უღვირის ტბასთან ჩატარდება.

"მთის დღეები 2023" მესტიაში გასულ წელს 22 ივლისს გაიმართა.



Print