რეგიონი
დავით სამუშია მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი მეცხრედ გახდა
ზუგდიდელმა მკლავჭიდელმა დავით სამუშიამ საერთაშორისო ტურნირში East vs West უკვე მეცხრედ გაიმარჯვა.

სპორტსმენმა ბულგარელი მეტოქე საშო ანდრევი ანგარიშით - 4-2 დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

ტურნირი სტამბულში ჩატარდა, მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტიტულოვანი სპორტსმენები იღებდნენ.

დავით სამუშია მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი აპრილშიც გახდა.

Print