ზუგდიდში სამოქალაქო განათლების გამოცდაზე 258 აბიტურიენტი გამოცხადდა									
			
		
						
			
			
			
								შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (Naec) მონაცემებით, ზუგდიდში, მე-4 სკოლის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 278 
აბიტურიენტიდან, ამ წუთებში სამოქალაქო განათლების გამოცდას 258 აბარებს. 
გამოცდაზე არ გამოცხადდა 20 აბიტურიენტი. 
Naec-ში ამბობენ, რომ პროცესი სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს და დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ აღრიცხულა. 
ინფორმაციისთვის, ხვალ დილით, პირველ სესიაზე გეოგრაფიის გამოცდები ჩატარდება. ადგილზე რეგისტრაცია 08:საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები