რეგიონი
11 აგვისტოს ზუგდიდში დრიფტ შოუ გაიმართება
Betlive Racing Season 2024-ის ფარგლებში საქართველოს დრიფტის სერიების მე-4 ეტაპი 11 აგვისტოს ზუგდიდის ავტოსადგურთან გაიმართება.

,,11 აგვისტოს, 14:00-დან გელოდებით ავტოსადგურის მოედანზე (ბოტანიკურთან), სადაც ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, არ გამოტოვოთ PRO კლასის დაუვიწყარი ბრძოლა ათასობით გულშემატკივრის წინაშე’’,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზატორების ინფორმაციით ბილეთები ადგილზე გაიყიდება.

Print