ახალი ამბები
"დაიცავი მომავალი, გახდი დამკვირვებელი" - კოალიცია "ჩემი ხმა" ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებლების მიღებას აცხადებს
კოალიცია "ჩემი ხმა" აცხადებს დამკვირვებლების მიღებას 2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის, ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

ამავე ცნობით, მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ ქართული შრიფტით. ამის შემდეგ, კოალიციის "ჩემი ხმა" წარმომადგენლები ელექტრონული ფოსტისა და მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდებიან ყველა შერჩეულ დამკვირვებელს.

Print