ახალი ამბები
სამ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში 15 ქალზე იძალადეს - შსს-ს სტატისტიკა
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის მეორე კვარტალში (აპრილი, მაისი, ივნისი) ქალზე ძალადობის 15 შემთხვევა აღირიცხა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.

როგორც უწყება განმარტავს, ორ მსხვერპლზე - ფიზიკურად, ცამეტზე კი - ფსიქოლოგიურად იძალადეს.

ამავე ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა, რეგიონის მასშტაბით, 30 პიროვნებაზე 15 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს.

ცნობისთვის, იანვარ-მარტის მონაცემებთან შედარებით, გასული სამი თვის სტატისტიკა მკვეთრად გაუარესებულია. შსს-მ 2024 წლის პირველ კვარტალში რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის 7 ფაქტი გამოავლინა.


Print