რეგიონი
1-2 სექტემბერს ზუგდიდში ცხელ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში 31 აგვისტომდე ცვალებადი ამინდი იქნება, ხოლო 1-2 სექტემბერს სინოპტიკოსები სიცხეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს.

ამავე ცნობით, ანაკლიასა და ფოთში 30-31 აგვისტოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, მომდევნო დღეებში კი უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +28, +30 გრადუსს გაუტოლდება.

რაც შეეხება ზემო-სვანეთს, სააგენტოს განმარტებით, არამდგრადი ამინდის ფონზე, მესტიაში ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

Print