რეგიონი
უკრაინაში ქართველი მებრძოლი, სოხუმელი ვიქტორ კუპრიტიდი დაიღუპა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი 49 წლის ვიქტორ კუპრიტიდი დაიღუპა.

ქართული ლეგიონის ინფორმაციით, ის წარმოშობით აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი იყო.

არსებული ინფორმაციით, ქართველი სამხედროს ცხედარს საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენებენ.

კუპრიტიდი 90-იან წლებში აფხაზეთში იბრძოდა, ის ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებს 60 - ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.




Print