ახალი ამბები
აგვისტოში სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 4 შემთხვევა გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აგვისტოში სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 4 ფაქტი აღირიცხა.

მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნული სამართალდარღვევის 143 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 103 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, 40 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხ საამქროებს ეხება.

როგორც უწყება განმარტავს, ჯამში ამოღებულია 163 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და დალუქულია 6 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ინფორმაციისთვის, რვა თვეში 1637 სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი კანონდარღვევა მოხდა, რის შედეგად, 87 საამქრო დაილუქა.

Print