ახალი ამბები
უახლოეს დღეებში ზღვაზე 3-4 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ
4-6 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

მათი განმარტებით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შეიძლება წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

სააგენტოში ამბობენ, რომ საფრთხის დონე საშუალოა.

Print