რეგიონი
ანაკლიაში მოძრაობა ,,აირჩიე ევროპის'' აქტივისტებს მანქანა დაუზიანეს (ფოტო)
სამოქალაქო მოძრაობა, „აირჩიე ევროპის“ აქტივისტებს მანქანა დაუზიანეს. შემთხვევა დღეს დილით ანაკლიაში მოხდა.


ინფორმაციას სოციალურ ქსელში სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი, ნიკო მანაგაძე ავრცელებს. ის ამბობს, რომ ანაკლიაში წინასაარჩევნოდ მოქალაქეებთან შესახვედრად იმყოფებიან.

,,რეგიონებში ვართ წამოსული სტუდენტური მოძრაობიდან, როგორც იცით, ხალხთან შესახვედრად. ასე გათენდა დილა - რეჟიმის ნაბიჭვრებმა მანქანა გადაგვიღებეს’’, - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკო მანაგაძე.

ცნობისთვის, ახალი სამოქალაქო მოძრაობა ,,აირჩიე ევროპა’’  სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლებს აერთიანებს.

Print