ახალი ამბები
6 თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში 10 ადამიანი დაიკარგა - შსს-ს სტატისტიკა
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში 10 ადამიანი დაიკარგა, მათ შორის 1 არასრულწლოვანი იყო.

მონაცემებში აღნიშნულია, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთაგან 8 მოიძებნა.

სამძებრო საქმეების სტატისტიკაზე დაყრდნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 1973 წლიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით 483 დაკარგული აღირიცხა, მათგან 404 კი იპოვეს. დღეის მდგომარეობით, 79 ადამიანია მოსაძებნი.


ამავე თემაზე:

2023 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 24 ადამიანი დაიკარგა - შსს

Print