ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს ორი ტაქსი შეეჯახა (ფოტო)
ზუგდიდში, მახარაძისა და დოჩიას ქუჩების კვეთაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ორივე მანქანა ტაქსია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მანქანებში მყოფი მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ და რამდენიმე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარების და პოლიცია ეკიპაჟები. მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტით გადაადგილება, დროებით, შეზღუდული იყო.
Print