ახალი ამბები
ოჩამჩირეში, სოფელ აძიუბჟასთან, ხანძარი გაჩნდა
ოჩამჩირის რაიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, ხანძარი სოფელ აძიუბჟასთან, 7 ჰექტარზე გავრცელდა, იწვოდა ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და ბუჩქნარი. ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ცხელმა ამინდმა და ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი.

აქვე აღნიშნულია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაიწვა არასაცხოვრებელი ნაგებობა.


Print