ახალი ამბები
8-10 ოქტომბერს სამეგრელოში ცვალებადი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 9 ოქტომბერს კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +26, +28, ხოლო ანაკლიასა და ფოთში +23, +26 გრადუსამდე შემცირდება.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მესტიაში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

Print