რეგიონი
აბაშაში ბანკის გაძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
აბაშაში, ბანკის გაქურდვის მცდელობის საქმეზე სამართალდამცველებმა გუშინ, გვიან ღამით ერთი პირი დააკავეს.

რადიო ,,ათინათს’’ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, 10 ოქტომბერს, აბაშის  ცენტრში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" ერთ-ერთი ფილიალის გაძარცვა სცადეს

არსებული ინფორმაციით, მძარცველმა დააზიანა ტექნიკა და ინვენტარი, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო.




Print