ახალი ამბები
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 116 968 ამომრჩეველია რეგისტრირებული
2024 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 116 968 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ.

ამავე ცნობით, 26 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 70 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

რაც შეეხება სამეგრელო ზემო სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას, ცესკოს მონაცემები შემდეგნაირია:

წალენჯიხა - 27 547

ჩხოროწყუ - 20 829

ფოთი - 40 512

ხობი - 26 500

მარტვილი - 30 822

სენაკი - 38 161

აბაშა - 19 727

მესტია - 8 955

ცესკოს განმარტებით, საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 26 ოქტომბერს გაიმართება. ისტორიაში პირველად, ის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ამომრჩეველთა 90% მასში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

საკანონმდებლო ორგანოში მოხვდებიან პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

Print