ახალი ამბები
12 საათის მონაცემებით, ზუგდიდში საარჩევნო აქტივობა 23 133 ამომრჩეველს შეადგენს - ცესკო
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, 12 საათის მონაცემებით, ზუგდიდში საარჩევნო აქტივობა 23 133 ამომრჩეველს შეადგენს.

მისივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, ოლქში 5 საჩივარია რეგისტრირებული, ხოლო უბნებზე რამდენიმე საჩივარი შევიდა.

"ეს პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრებია, რომლებიც დამკვირვებლებს ეხებათ. პროცესისთვის ხელის შეშლის გამო, შედგენილია გაძევების აქტები. ეს კი კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ იქონიებს", - განმარტავს ის.

როგორც ის ამბობს, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია. ამომრჩეველთა ნაკადი უწყვეტად იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, 10:00 საათის მაჩვენებლებით, ამომრჩეველთა აქტივობა 9 054 იყო.

ცესკოს ინფორმაციით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 70 უბანია, ამომრჩეველთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 116 526-ია.
Print