ახალი ამბები
3 საათის მდგომარეობით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია - მირანდა მესხი
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, 15: 00 საათის მდგომარეობით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია.

მისი თქმით, ხმის მისაცემად მისული მოქალაქეების რაოდენობა 40 998-ია.

მესხის განმარტებით, ამ დროისთვის ოლქში დაფიქსირებულია 10 საჩივარი, მათი ნაწილი კი ცალკეულ უბნებზეა რეგისტრირებული და აღმოფხვრილია.

ცნობისთვის, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 10 საათზე - 9 054, 12 საათზე - 23 133 ამომრჩეველი იყო.

ცესკოს ინფორმაციით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 70 უბანია, ამომრჩეველთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 116 526-ია.
Print