ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში 3111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3100 საარჩევნო 
უბნის შედეგი. ცესკოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია ზუგდიდის 67-ე ოლქის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის მიცემული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
3 - 
საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია – 86 ხმა
4 - 
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 10842 ხმა (19.841%)
5 - 
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 7064 ხმა (12.927%)
6 - 
ევროპელი დემოკრატები – 259 ხმა (0.474%)
8 - 
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 605 ხმა (1.107%)
9 - 
ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის! – 2690 ხმა (4.923%)
10 - 
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 130 ხმა (0.238%)
12 - 
ჩვენი გაერთიანებული საქართველო – 32 ხმა (0.059%)
16 - 
შეცვალე საქართველო – 143 ხმა (0.262%)
17 - 
საქართველო - 34 ხმა (0.062%)
20 - 
თავისუფალი საქართველო  – 60 ხმა (0.11%)
21 - 
ტრიბუნა – 82 ხმა (0.15%)
23 - 
ჩვენ – 29 ხმა  (0.053%)
25 - 
გახარია საქართველოსთვის – 3542 ხმა (6.482%)
26 - 
მემარცხენე ალიანსი – 27 ხმა (0.049%)
27 – 
ქართველ ერთობა - 346 ხმა (0.633%)
36 –  
გირჩი -885 (1.62%)
41 - 
ქართული ოცნება  – 27789 ხმა (50.854%)
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ოლქში 21 საჩივარია შესული, თუმცა, მისივე თქმით, ეს საჩივრები კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ იქონიებს. 
ამავე ცნობით, 26 ოქტომბრის 20:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 55 098-ს შეადგენდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეგისტრირებული იყო 116 526 ამომრჩეველი. 
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 54.086%-ით (1 117 480 ხმა) ლიდერობს. მეორე ადგილზეა "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", რომელმაც 10.923 % (225 680 ხმა) მიიღო, მესამეზე კი "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა" - 10.122% - ით (209 137 ხმა).			
მასალის გამოყენების პირობები