რეგიონი
"არჩევნები გაყალბდა სახელოვნად" - ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა (ფოტო)
კოალიცია ,,ცვლილებისთვის” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამეგრელო - ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობის და ასევე ზუგდიდის მერიის წინ, არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.

პროექტორით გამოსახულ წარწერებს შორის არის - "არჩევნები გაყალბდა სახელოვნად", "ქოცებმა მომავალი მოგვპარეს',  ასევე თაბახის ფურცელზე სხვადასხვა შინაარსის წარწერაა - "არ დუმს ზუგდიდი", "არა რუსულ რეჟიმს" , "ზუგდიდი ირჩევს ევროპას"  და "თერგი მოძრაობს" .

ახალგაზრდები ამ ფორმით 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ცნობისთვის, ზუგდიდის ქუჩებში საპროტესტო წარწერები 7 ნოემბერსაც გამოჩნდა, თუმცა გადასასვლელზე და ასევე კედლებზე მიხატული მინაწერები ახლა უკვე წაშლილია.
Print