ზუგდიდელმა აქტივისტებმა  26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება საპროტესტო შინაარსის წარწერებით გამოხატეს.    
დილიდან ზუგდიდში, შემდეგი შინაარსის ახალი წარწერები და სტიკერები გამოჩნდა  -  ,,არჩევნები მოპარულია’’ , ,,ძალა შენშია’’, ,,რევოლუცია’’, ,,აჟანყდი რუსულ რეჟიმზე’’ და ა.შ.

ცნობისთვის, 
7 ნოემბრიდან, სხვადასხვა შინაარსის წარწერები პერიოდულად ჩნდება ზუგდიდის ქუჩებში, ცოტა ხნის წინ, კოალიცია ,,ცვლილებისთვის" ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამეგრელო - ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობისა და ზუგდიდის მერიის წინ პროექტორით გამოსახეს წარწერები "არჩევნები გაყალბდა სახელოვნად" და "ქოცებმა მომავალი მოგვპარეს". 
მანამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ფასადზე სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი წარწერით 
"გაჟონილია" გადმოფინეს, ასევე, საპროტესტო სტენსილით:
 ,,გაჟონა მასწ'' პროტესტი გამოხატა ზუგდიდელმა როსტომ ზარანდიამ.










			 
			
მასალის გამოყენების პირობები