ახალი ამბები
სურამი-ვერტყვიჭალას მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 (სურამი-ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

ამავე ცნობით, დღეს დილით, დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ცალკეული კატეგორიის ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდებოდა.

Print