ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს გამომსვლელებმა მიმართეს, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა.
ასოციაცია
„ათინათის“ თანამშრომელმა, თამარ გამსახურდიამ, აღნიშნა, რომ ორგანიზაცია, ათეული წლებია, ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ იღწვის, ახალგაზრდების საუკეთესო მომავლისთვის, თუმცა, მისი თქმით, დღეს, მის წევრებს, „აგენტებს“ უწოდებენ.
„მე არ მაქვს უფლება, იმ ბავშებს შევხედო თვალებში, რომლებთანაც 2010 წლიდან სამოქალაქო განათლების კუთხით ვთანამშრომლობ. მე არ მაქვს უფლება, ამ ბავშვებს ვუთხრა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გაიყიდა. მე ჩემს ზურგს უკან მდგომ სამართალდამცავებს მინდა ვუთხრა, არაფერი გააკეთოთ ისეთი რაც, თქვენ ხვალ და ზეგ ძალიან შეგარცხვენთ. მე ვიყავი ვარ და ვიქნები, ჩემი ქვეყნის მოყვარული. დღეს რაც ხდება, ეს არის ერის ღალატი მე ვერ ვუღალატებ ერს“, - განაცხადა გამსახურდიამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა, ერთ პოზიციაზე დგას და ქართული სახელმწიფო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი. ამიტომ, მისი თქმით, პროტესტი არ გაჩერდება, სანამ საბოლოო შედეგს არ მიაღწევენ.
„რთულია ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა გამარჯვება არის შესაძლებელი. მშვიდობიანი ბრძოლით, დასავლური, ევროპული მეთოდებით, ჩვენ შევძლებთ საქართველოში დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ასე ერთიანი ქართული საზოგადოება, როგორიც დღეს არი,ს ამ დრომდე არასდროს ყოფილა, გუშინდელმა დღემ ეს აჩვენა ... ჩვენ გვყავს რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ათეულობით ადამიანი, როგორც წინა დღეების, ასევე გუშინდელი დემონსტრაციის... ჩვენ ვიხილეთ ძალიან კარგი ერთობა პოლიტიკური პარტიების გუშინ პრეზიდენტთან, მათი ერთად ყოფნა დასტური იყო იმისა, რომ ქართული საზოგადოება ერთ მუშტად დგას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ'', - განაცხადა თოდუამ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ ზუგდიდის ქუჩებში.
14 საათზე ისინი სამხარეო ადმინისტრაციის
შეიკრიბნენ. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მეორე დღეა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას
აპროტესტებენ, ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები