რეგიონი
სენაკში მკვლელობა მოხდა
სენაკში, შუახნის კაცმა 50 წლამდე ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

რადიო ,,ათინათის'' ინფორმაციით, მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.


შსს - ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


Print