ახალი ამბები
12-14 დეკემბერს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, დასავლეთის მიმართულებით კი ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი იქნება.

ამავე ცნობით, 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც უმეტესად მოთოვს.

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

საფრთხის დონე საშუალოა.

Print