რეგიონი
უკრაინაში აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი ჯაბა კვარაცხელია ემსხვერპლა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი გუგა ბერუაშვილი ავრცელებს.


არსებული ინფორმაციით, ის კურსკის ოლ­ქში შე­ტა­კე­ბე­ბი­სას და­ი­ღუ­პა. 

ახლობლების ინფორმაციით, ჯაბა კვარაცხელია დევნილობის შემდეგ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ცხოვრობდა.

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებს 60 - ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.



Print