ახალი ამბები
ნოემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა - სტატისტიკა
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 2024 წლის ნოემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა და 43 782 პირს მიაღწია. ეს რიცხვი ოქტომბრის მონაცემებს 278-ით, ხოლო სექტემბრის მაჩვენებლებს 369-ით აღემატება.

ამავე ცნობით, ცალკეულ მუნიციპალიტეტებს შორის საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობით ზუგდიდი (18 626 პირი) ლიდერობს.

მუნიციპალიტეტებში მონაცემები შემდეგნაირად განისაზღვრა:

აბაშა - 2,878
ზუგდიდი - 18,626
მარტვილი - 3,842
მესტია - 3,056
სენაკი - 5,201
ფოთი - 2,603
ჩხოროწყუ - 1,876
წალენჯიხა - 2,839
ხობის - 2,861

სააგენტოს სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნოემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში 13 245 ოჯახმა მიიღო სოციალური დახმარება. 


ამავე თემაზე:

დეკემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა - საქსტატი

სექტემბერში საარსებო შემწეობა 435 578-მა პირმა მიიღო, მათ შორის 226 328 ბავშვია

საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
Print