ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ საახალწლო კონცერტისთვის 50 000 ლარი დახარჯა (ფოტო)
დღეს, ზუგდიდში ბენდი "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად" საახალწლო კონცერტს გამართავს, რომელსაც მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გადაუხადა.

მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკვე სრულად გადაკეტილია და საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ადგილზე სცენისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების მონტაჟი მიმდინარეობს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მუსიკალური პროგრამის ხანგრძლივობა არანაკლებ 90 წუთი უნდა იყოს.

ამასთან, წელს, ზუგდიდის მერიამ მოწყვლად ჯგუფებს წინასაახალწლოდ 46 788 ლარის ღირებულების პროდუქტები შეუსყიდა, ხოლო ქალაქის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებისთვის 93 870 ლარი დახარჯა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 870 ლარი დაიხარჯება

სურსათის რომელ პროდუქტებს შეუსყიდის ზუგდიდის მერია საახალწლოდ ბენეფიციარებს
Print