ახალი ამბები
სოხუმში მანდარინის „ნაძვის ხე“ დადგეს
სოხუმში, სამსონ ჭანბას სახელობის დრამატული თეატრის წინ, მოედანზე, მანდარინის „ნაძვის ხე“ დამონტაჟდა.

„აფსნიპრესის“ თანახმად, მანდარინის „ნაძვის ხის“ სიმაღლე 5 მეტრს აჭარბებს.

კომპოზიციის ავტორების თქმით, ეს არის „მსოფლიოში პირველი ასეთი სიმაღლის მანდარინის ხე“.

აქვე აღნიშნულია, რომ მის მოსაწყობად ტონანახევარი ციტრუსი დაიხარჯა.


Print