ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ავტომობილების შეკეთებისთვის 290 207 ლარს, რეცხვისთვის კი 8 260 ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ერთი წლის განმავლობაში მერიის ბალანსზე რიცხული ავტომობილების შეკეთებისთვის 290 207 ლარს, რეცხვისთვის კი 8 260 ლარს დახარჯავს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 298 467 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე (NAT240026272, NAT240026271) ვკითხულობთ.

ამავე ცნობით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 15 სხვადასხვა მოდელისა და მარკის მანქანების შეკეთება უნდა უზრუნველყოს. ეს ავტომობილებია:

ტოიოტა ქემრი

ჰიუნდაი სონატა

ტოიოტა ჰაილუქსი - 4 მანქანა

ჰიუნდაი IX35

ფორდ ტრანზიტი

შკოდა ფაბია

შკოდა ოქტავია

რენო დასტერი (Renault DUSTER) - 3 მანქანა

ფორდ რეინჯერი

ტოიოტა რავ 4

რაც შეეხება რეცხვის მომსახურებას, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მაღალი გამავლობის ჯიპი, სედანი და მცირე ტევადობის ავტობუსი, მოთხოვნის შესაბამისად, ყოველდღე (შაბათ-კვირის ჩათვლით) უნდა გარეცხოს.

ამავე ცნობით, მომსახურება უნდა მოიცავდეს: ავტომობილის ძარის, სალონისა და საბარგულის, როგორც ხელით, ასევე, უკონტაქტო რეცხვა-გასუფთავებას, სპეციალური ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით; ასევე, ავტომობილის სალონის (სავარძლების, სავარძლის საზურგეების, კარების მისაკვრელების, საბარგულის) ქიმწმენდას და ძრავის რეცხვას.

Print