ახალი ამბები
დეკემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობა 44 000-ზე მეტმა პირმა მიიღო
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 2024 წლის დეკემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ გაიზარდა და 44 049 პირს მიაღწია. ეს რიცხვი ნოემბრის მონაცემებს 267-ით, ოქტომბრის მაჩვენებლებს 278-ით, ხოლო სექტემბრის სტატისტიკას 369-ით აღემატება. 

ამავე ცნობით, ცალკეულ მუნიციპალიტეტებს შორის საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობით კვლავ ზუგდიდი (18 645 პირი) ლიდერობს.

მუნიციპალიტეტებში მონაცემები შემდეგნაირად განისაზღვრა:

აბაშა - 2,890
ზუგდიდი - 18,645
მარტვილი - 3,903
მესტია - 3,070
სენაკი - 5,229
ფოთი - 2,636
ჩხოროწყუ - 1,890
წალენჯიხა - 2,865
ხობი - 2,921

სააგენტოს სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნოემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში 13 315 ოჯახმა მიიღო სოციალური დახმარება.


ამავე თემაზე:

ნოემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა - სტატისტიკა

სექტემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა - სტატისტიკა

ერთ თვეში ზუგდიდში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 5 631-ს გაუტოლდა - სტატისტიკა




Print