ახალი ამბები
შობას ზუგდიდში უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 იანვარს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +15, +17, ანაკლიასა და ფოთში კი +16, +18 გრადუსს მიაღწევს.

რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში ტემპერატურა +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

Print