ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის რიცხვი ყოველწლიურად მცირდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის რიცხვი ყოველწლიურად იკლებს.

ამავე ინფორმაციით, 2024 წლის მაჩვენებლების მიხედვით, საქალაქო დასახლებაში - 116 617, სასოფლო დასახლებაში კი - 171 179 ადამიანი აღირიცხა. აღნიშნული მონაცემები 11 494-ით ჩამორჩება 2023 წლის რიცხვს.

წლების მიხედვით, რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

2010წ - 364.878

2011წ - 356.656

2012წ - 347.176

2013წ - 339.812

2014წ - 335.093

2015წ - 331.845

2016წ - 328.371

2017წ - 324.168

2018წ - 320.805

2019წ - 316.195

2020წ - 311.113

2021წ - 308.358

2022წ - 301.213

2023წ - 299.29

2024წ - 287.796

საქსტატის ცნობით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 92 915 ადამიანი ცხოვრობს. ეს მონაცემი 4 200-ით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელზე.


Print