ახალი ამბები
სამეგრელოში 16-17 იანვარს ტემპერატურა +5,+7 გრადუსამდე შემცირდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 იანვარს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +5,+7, ანაკლიასა და ფოთში კი +6,+8 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება ზემო-სვანეთს, მესტიაში ნავარაუდევია თოვლი, ნისლი და ქარბუქი. ტემპერატურა დღისით +1+3 გრადუსი იქნება.

Print
თეგები: ამინდი / წვიმა /