რეგიონი
ზუგდიდში მასწავლებელი დააკავეს (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში, რამდენიმე წუთის წინ, პოლიციის სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის დროს, პიროტექნიკის გასროლის გამო, მასწავლებელი მანანა (მიკო) მიქავა დააკავეს.


ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან, პროტესტის 50-ე დღეს აქციამ, აქტივისტების მარიამ სიჭინავას და კერენ ეაბუას დაკავების შემდეგ გადაინაცვლა.

მიკო მიქავამ პიროტექნიკა დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად გაისროლა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა
.
ცნობისთვის, ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე პიროტექნიკის გასროლის გამო აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დააკავეს. შემთხვევა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ ცოტა ხნის წინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები აქციაზე დასასწრებად იკრიბებოდნენ.
Print