ახალი ამბები
წალენჯიხის სოფელ ჭალეში საცხოვრებელი სახლი იწვის
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში საცხოვრებელი სახლი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო დანაყოფი და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

Print