ახალი ამბები
ზუგდიდში დღეს მუნიციპალური ავტობუსები შეფერხებით იმოძრავებენ - ტრანსპორტის ადმინისტრაცია
დღეს, 27 იანვარს, ზუგდიდში მუნიციპალური ავტობუსები შეფერხებით განახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას. ამის შესახებ ინფორმაციას "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი" ავრცელებს.

მათი თქმით, შეფერხების მიზეზი სამგზავრო ავტობუსების გეგმიური ტექნიკური სამუშაოებია, რომელიც 10:30 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

Print