ახალი ამბები
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულების შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.

"სამწუხაროდ, ორი ქართველი, ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ გუშინ - დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს", - წერს ვანო ნადირაძე ფეისბუქზე.

არსებული ინფორმაციით, მებრძოლები 5 თებერვალს დაიღუპნენ.

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებს 60 - ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Print