ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ყვავილებისა და თაიგულების შესასყიდად 16 385 ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სადღესასწაულო და სამგლოვიარო ღონისძიებებისთვის თაიგულებისა და ყვავილების შესასყიდად 16 385 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გათვალისწინებულია ყვავილების 5 გვირგვინი, ვარდების/ტიტების და სეზონური ყვავილების 21 თაიგული.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურისთვის განკუთვნილია ყვავილების 19 გვირგვინი და თაიგულის 15 სასაჩუქრე კალათა.

მერიის კულტურის განყოფილება 1 გვირგვინს და სეზონური ყვავილების 240 თაიგულს, სოციალური და ჯანდაცვის სამსახური კი 7 გვირგვინსა და ვარდების 2 თაიგულს მიიღებს.

ტენდერში წინადადებები 22-24 თებერვალს მიიღება. მომსახურების გაწევის ვადად ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება.
Print