ახალი ამბები
26 თებერვალს თბილისი-ზუგდიდის და ფოთი-თბილისის რეისები არ შესრულდება, - რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 26 თებერვალს დაგეგმილი რამდენიმე რეისი გაუქმდა, მათ შორის თბილისი-ზუგდიდის (№870) და ფოთი-თბილისის (№873) მიმართულებით;

რკინიგზაში აღნიშნავენ, რომ მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

მანამდე, საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უამინდობის გამო, არ შესრულდა 25 თებერვალს დაგეგმილი რამდენიმე რეისი, მათ შორის თბილისი-ფოთისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით.



Print