ახალი ამბები
ზვავის ჩამოწოლის შემდეგ რიკოთზე მოძრაობა აღდგა
26 თებერვალს, ღამით, რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის ამ მონაკვეთზე უკვე დასრულდა ჩამოწოლილი ზვავიგსგან გზის სავალი ნაწილის გაწმენდა და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს.

დასავლეთ საქართველოში თითქმის ერთი კვირაა თოვს. რთული  ვითარებაა გურიის და აჭარის რეგიონებში, სადაც ბევრი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. 
Print