ახალი ამბები
აბაშის სკოლებში სასწავლო პროცესი 4 მარტს განახლდება - მერია
აბაშის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებში სწავლა 4 მარტამდე შეჩერდა. მერიაში მიზეზად დიდთოვლობასა და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს ასახელებენ.

მათივე ცნობით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 მარტს განახლდება.

მერიაში ასევე განმარტავენ, რომ თოვლისგან უკვე გაწმენდილია ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, ასევე, შიდა საუბნო გზები, გადაადგილება ყველა სოფელში თავისუფალი და უსაფრთხოა.
Print