ახალი ამბები
მომდევნო დღეებში ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსამდე მოიმატებს
8-10 მარტს საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +17, +19, ანაკლიასა და ფოთში კი +16, +18 გრადუსს მიაღწევს.

ამავე ცნობით, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, მათ შორის მესტიაში, უნალექო ამინდის ფონზე, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
Print