მომდევნო დღეებში ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 მარტს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +27, +29, ანაკლიასა და ფოთში კი +25, +27 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში უნალექო ამინდის ფონზე, ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები