ახალი ამბები
10 დღის განმავლობაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
10 დღის განმავლობაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ავტომობილების მოძრაობა ერთ ზოლზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.

მათივე განმარტებით, დაზიანებულია ხიდის სავალი ნაწილის ფილა და აღდგენის სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მომდევნო დღეებში ავტოტრანსპორტი შეფერხებით იმოძრავებს.

Print